"პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ - არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეუზღუდავი უფლება-მოსილება შეწყალების, ასეთი რამ არ არსებობს. კანონში ასეთი ცნება არ არსებობს. აბსოლუტრად ამკრძალავი და იმპერატიული მოთხოვნის დამდგენი ნორმა არის მაგალითად ის რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
რაც შეეხება შეწყალების უფლებას - დიახ, თქვენ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის დისკრეციული, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება ამგვარი უფლება-მოსილება განახორციოელოს. ეს ასეა კონსტიტუციით, მაგრამ გავმიჯნოთ, რა არის უფლება-მოსილება და რას ედავებოდა პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს.
შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნას ვინმეს მიერ, როგორც ეს მას მოესურვება. ამ კონსტიტიციურად მინიჭებული უფლების გამოყენება კეთილსინდისიერად უნდა მოხდეს და არა ბოროტად, ანგარებით, ან სხვისი ან საკუთარი თავის უპირატესობის, გამორჩნის მიღბისთვის, არა პოლიტიკური ნიუანსების გამოყენებისთვის, არა დამნაშავეთა ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გახსნისთვის ხელის შეშლისთვის, მართლმსაჯულების სათანადოდ აღუსრულებლობისთვის და სხვა... ჩემს მიერ ჩამოთვლილი კომპლექსი ერთობლივად იყო გამოყენებული ამ შეწყალებით და ეს დაადგინა სტრასბურგმა.
საქმის გამოძიების დაწყება შეწყალების საფუძველზე - ასეთი მუხლი არ არსებობს. დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. ეს მუხლი თავისთავში მოიცავს, გარკვეული უფლება-მოსსილებას, რომელიც იქნა ბოროტად გამოყენებული. ამაშია არსი და არა იმაში, რომ შეწყალების გამო გასამართლდა ვინმე - ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმ პოზიციის თავზე მოხვევაა, თითქოს პროკურატურამ პრეზიდენტი მისი კოსნტიტუციური უფლებების გამოყენებისთვის გაასამართლა - არა ბატონებო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა მისდამი კონსტიტუციით მმინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებით. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა"- აღნიშნა ნადარეიშვილმა "ქრონიკასთან".
მასალის გამოყენების პირობები






