"გაქცევას არ ვაპირებ! არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი არასოდეს მომითხოვია" - სააკაშვილი
პოლიტიკა - 16:50, 05 Jan, 2018     2006
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების სქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით კიევში პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინაში "პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის" შესახებაც ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი არასოდეს მოუთხოვია.


„უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი არასოდეს მომითხოვია. მე განსაკუთრებული დაცვის სტატუსს ვითხოვდი - ეს სტატუსია, რომელიც არ დაუშვებს ჩემს მიმართ რაიმე ქმედებებს მანამ, სანამ უკრაინის მოქალქეობას დავიბრუნებ.

არ მომითხოვია და არც მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს არც ერთ ქვეყანაში. გაქცევას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ჩემთან მიმართებით თავიანთი გეგმები არ შეასრულონ, მაგრამ ეს არ იქნება თავშესაფრის მოთხოვნა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მზადაა ჩემს მისაღებად.

მე სასურველი სტუმარი ვარ პოლონეთისთვის, ლიტვისთვის, ბალტიისპირეთისა და ევროპის სხვა ქვეყნისთვის. მაგრამ მე იქ სტუმარი ვარ, უკრაინაში კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ამირომაც გადავწყვიტე გამერისკა და უკრაინაში დაბრუნებაზე უარი არ ვთქვი“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში თავისუფლად შეეძლო ნიდერლანდებში წასვლა, ამავდროულად აქვს აშშ-ის ვიზა და სამუშაო შეთავაზებაც, თუმცა ამას არ აპირებს.“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა შეთანხმებულად მოქმედებენ, უფრო მეტიც სასამრთლო პროცესები ერთ დღეს 3 იანვარს დანიშნეს - 2 კიევში, ერთი კი თბილისში.

„საქართველოში გამოიტანეს ე.წ. განაჩენი. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი მსოფლიოში , როდესაც შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის ასამართლებენ“- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კვლავ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი როგორც ქართული, ასევე უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოლიგარქების წინააღმდეგ და ხალხის ინტერესების დასაცავად ბრძოლას არ შეწყვეტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42