,,გაზპრომთან" ხელშეკრულება და ათობით მილიონი ლარის ზარალი - 2018-ში საქართველო გზას მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეიძენს
პოლიტიკა - 16:42, 05 Jan, 2018     2732
ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბუნებრივი აირის ბალანსის დამტკიცების შემდეგ, რომლის თანახმადაც საქართველო 2018 წელს რუსეთისგან აირს აღარ შეიძენს, „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება ისევ კრიტიკის საგნად რჩება. ოპოზიციის და ექსპერტების განცხადებით, მმართველი გუნდის არგუმენტი, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას, მხოლოდ აზერბაიჯანის გაზი არ ჰყოფნიდა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციისთვის აუცილებელი იყო რუსული გაზის მიღებაც, წელს რატომღაც ვალიდური არ აღმოჩნდა და დამტკიცებული ბალანსის მიხედვით საქართველო გაზს მხოლოდ აზერბაიჯანს მიიღებს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორსი, გიორგი რუხაძის თქმით ხელშეკრულება კვლავ ბუნდოვანია და დასათვლელია თუ რა ფინანსური ზარალი მიადგა საქართველოს ამ ხელშეკრულებით.

„კითხვები ხელშეკრულებასთან კვლავაც რჩება, კვლავაც ბუნდოვანია და ის თუ რამდენად იზარალა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ ფინანსურად, ეს კვლავაც დასათვლელია. კარგია, რომ რუსეთისგან აღარ ვიყიდით და აზერბაიჯანია მთავარი მომწოდებელი. იმედია, რომ მომავალში ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის მხრიდან მოწოდება და საქართველოს მხრიდან გატარების უნარი გაიზრდება,“ - განაცხადა რუხაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ რუსეთმა მოახერხა და საქართველოს ხელისუფლება დაითანხმა „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების შეცვლაზე, რომელიც წინა შემთხვევაში ქვეყნისთვის მოგებიანი იყო.

„რუსეთმა მოახერხა, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმა ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტულად, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, რომ გადახედილიყო ეს შეთანხმება, რადგანაც, პრინციპში, ის იყო უნიკალური შეთანხმება, ჩვენთვის ძალიან მომგებიანი და რუსეთმა ეს ვერ მოითმინა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მმართველ გუნდს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გამო ქვეყანას ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ პასუხი უნდა მოეთხოვოს:

„წელს საქართველო რუსეთიდან გაზს ვერ მიიღებს. მთელი მოხმარება აზარბაიჯანული გაზით იქნება დაკმაყოფილებული. რუსულ გაზს ვერ შეიძენს, რადგან გაზპრომისგან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული ფული ძლივს ფარავს გაზის სომხეთის საზღვრამდე მიტანის ხარჯებს. საყიდლად არაფერი რჩება. აი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას იმით ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანს გაზი არა აქვსო, აზერბაიჯანის მილსადენებს გამტარუნარიანობა არ ყოფნისო, რუსეთის გაზით დივერსიფიკაციას ვახდენთო, უფრო იაფად გვაძლევენო, რუსული გაზის გარეშე დანაკლისს ვერ შევივსებთ და ზამთარში გავიყინებითო. ყველაფერი იყო სიცრუე. ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა ქვეყანას. ამაზე მოეთხოვებათ პასუხი.“- დაწერა რომან გოცირიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42