,,გადაწყვეტილება კიევიდან არის ნაკარნახევი" - სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს განაჩენზე
პოლიტიკა - 16:25, 05 Jan, 2018     1342
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების სქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით კიევში პრესკონფერენცია გამართა. როგორც 1tv იტყობინება, სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მისი ძალიან ეშინია.

"ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება კიევიდან არის ნაკარნახევი.

მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ პოროშენკო, შემდეგ კი გროისმანი იყვნენ საქართველოში ჩასულები. მათ ჩემი დაკავება 2017 წლის ივლისში დაგეგმეს. ამაზე კვირიკაშვილთან ჰქონდა პოროშენკოს საუბარი. მაფიოზები, იგივე ოლიგარქები შეთანხმდნენ, ტაში შემოკრეს და გადაწყვიტეს, ასე მებრძოლონ. საქართველოში შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები ჩემი მხარდამჭერები არიან, ეს საიდუმლო არ არის, ამიტომაც ისინი ხელს არ მახლებენ, საქართველოს მოსახლეობა კი მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ. აბა რა გგონიათ, რომ კამერაში ვიჯდები და ვიშიმშილებ?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.


წყარო: 1tv





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42