„უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქი ხელისუფლება სინქრონულად მოქმედებს ჩემ წინააღმდეგ, როგორც ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან!“ - სააკაშვილი სასამართლოს განაჩენზე
პოლიტიკა - 13:48, 05 Jan, 2018     2104
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრულ კონტროლქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს „განაჩენი“ ჩემ წინააღმდეგ სრულიად უკანონოა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს.

პრეზიდენტის გასამართლება შეწყალების უფლების გამოყენებისთვის (რომელიც მე გამოვიყენე 133 ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიმართ), რომელიც არანაირად არ არის შეზღუდული, მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე. ეს ასევე, ცხადყოფს, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც - სხვა სამართალდარღვევები, მაგრამ ეს „განაჩენი“, ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინსა და საქართველოში ოლიგარქი ხელისუფლება სინქრონულად და სრულად კოორდინირებულად მოქმედებს ჩემ წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქიასა და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან.

არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ამ წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი როგორც ქართული, ასევე უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემ წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა. ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე. ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრის თემას ჩემი ნეიტრალიზაციის საკითხი წარმოადგენდა. ასევე, ჩემი ინფორმაციით, 2017 წლის 29 დეკმებერს, პოროშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის თემაც მე ვიაყვი.

რაც უნდა გააკეთონ პუტინმა, პოროშენკომ და ივანიშვილმა ჩემს წინააღმდეგ, მიუხედავად ყველა ოლიგარქიული შეთქმულებისა, ჩემი ბრძოლა ოლიგრქიაზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ხალხის დამცირებაზე გაგრძელდება ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42