ძალოვანი უწყების მიერ დასახელებული პირები, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აცხადებს და დასძენს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები პანკისის ხეობაშიც ჩადიოდნენ.
„პირადად მე, ამ კადრებმა არაფერი მომცა. იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში ლეგალური გზით. როგორც ტურისტი აცნობდნენ თავს, პანკისის ხეობაში ბევრჯერ იყვნენ და ასე შემდეგ, ანუ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მხარეში. ამ ადამიანებთან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემს კართან რომ მოსულიყვნენ და დაეკაკუნებინათ, მათ შუბლზე არ აწერიათ რომ ინტერპოლით არიან ძებნილები და ტერორიზმში თანამონაწილე, თუ მართლა ასეთები იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა,“ - ამბობს ხანგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






