„ნდობას ვუცხადებ გამოძიებას, სუს-ს, რომელმაც შეძლო და წარმატებით გაართვა თავი ურთულეს ამოცანას“ - ირაკლი ბერაია
პოლიტიკა - 12:15, 05 Jan, 2018     984
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ სპეცოპერაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კონტრ-ტერორისტული ოპერაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ბოლო პერიოდში, რომელმაც ტერაქტების პრევენცია გახადა შესაძლებელი.

"თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლაში მსოფლიო პრაქტიკას, ეს კონტრერორისტული ღონისძიება იყო ერთ-ერთი ყვლაზე წარმატებული ყველა პერიოდში, რამაც შესაძლებელი გახადა ტერაქტების პრევენცია, ეს ღონისძიება მოიცავდა კონტრ-ტერორიზმის თითქმის ყველა ელემენტს, როოგორიც არის ტერორისტული საფრთხის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და განეიტრალება. ტერორიზმში ბრალდებული პირების ან დაკავება ან ლიკვიდაცია და უკვე შემდგომ ეტაპზე მათთან კავშირში მყოოფი პირების დადგენა გამოვლენა და დაკავება."-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრ-ტერორისტულ ღონისძიებას, მაღალ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო პარტნიორები.მასალები, კი, რომელიც გუშინ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდა, სახელმწიფო უსაფრთხოოების სამსახურის მაღალ პროფესიულ სტანდარტზე მეტყველებს.

"ამ ღონისძიებას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება გუშინ გასაჯაროებულ მასალებს, რაც გუშინ გაასაჯაროვა უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდნარე, ეს მეტყველებს თემირლან მაჩალიკაშვიილის და ჩატაევის დაჯგუფების წევრი პირებიის კავშირზე. ის. რომ ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ და ასევე მეტყველებს საფრთხის იმ მასშტაბებზე, რისი აცილებაც ჩვენ შევძელით თავიდან და ასევე იმაზე, თუ რა მაღალი პროფესიული სტანდარტით ხელმძღვანელობს თავის საქმიანობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ტერორიზმის კუთხით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული საქმიანობის ეფექტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც კი და მათ უწევთ უკვე მომხდარ ტერაქტებზე რეაგირება."-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვის თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე და იმ პერიოდისთვის, გამოძიებისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია გააცნო. თუ ნდობის ჯგუფი კვლავ საჭიროდ ჩათვლის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენას გარკვეულ ეტაპპზე, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე და ნდობის ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის იმ მოცემულ ეტაპზე იყო ცნობილი, შემდეგ უსაფრთხოების სამსახური, პერიოდულად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესბიდან გამომდინარე ასაჯაროვებს გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს და ასე იქნება მომავალშიც, იმ შემთხვაში, თუ ამ მასალების გასაჯაროვებამ საფრთხე არ შეუქმნა უსაფრთხოებას და გამოძიების ეფექტიანად წარმართვას და ნდობის ჯგუფი ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია შემდეგ კიდევ, რაღაც ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა, ნდობის ჯგუფის ფარგლებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული."-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42