საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.
როგორც შაშკინი აღნიშნავს, სააკაშვილი საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის დასაჯეს:
„ის განცხადება, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკურად დასაჯოს მთავარი კონკურენტი - ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარ კონკურენტს არ ჰქონდეს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა. ეს სასამართლო გადაწყვეტილება იურისპრუდენციის სახელმძღვანელოებში შევა, როგორც პოლიტიკური დევნის ცალსახა მაგალითი, ძალიან სამწუხაროა და ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი უბედურებაა, მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ხელი მოაწერა, რომ საქართველოში ობიექტური სასამართლო არ არსებობა.
რაც შეეხება წმინდა შინაარსობრივ ნაწილს, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს პროკურატურის განცხადება, ამ განცხადების ნახევარზე მეტი ზღაპრის მოყოლაა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი , დაეფარა და ხელი შეეშალა გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისთვის, მაგრამ ბრალი მას წაყენებული აქვს არა დანაშაულის დაფარვისთვის ან გამოძიების ხელშეშლისთვის, არამედ, ბრალი წაყენებული აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, რაც სრული ნონსენსია, პროკურატურა ერთს ედავება და მეორეზე დგება სასამართლო განაჩენი. მარტო ეს ფაქტი მეტყველებს , რომ სასამართლომ გამოიტანა პოლიტიკური განაჩენი, სააკაშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის სჯიან, ეს დიდი მარაზმია“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






