„თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეც გვერდით მიუსვან!“ - ხუხაშვილი სააკაშვილის განაჩენზე
პოლიტიკა - 11:13, 05 Jan, 2018     5231

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ცუდ დღეში აღმოჩნდება.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლებისთვის „დიდი თავის ტკივილია“.

„საქართველოში გამოტანილი განაჩენის ფონზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი ხდება, მაგრამ თუ პოლიტიკურ განზომილებაში განვიხილავთ, ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან დიდი თავის ტკივილია“ - ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ლოგიკურად, მის გვერდით „თანამონაწილე ლევან მურიუსიძეც უნდა იჯდეს".

„მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სამართლებრივ ანალიზს ვერ დავიწყებ, თუმცა კითხვები მიჩნდება. ამ დანაშაულს თავისი თანამონაწილეები, მათ შორის, მურუსიძეც ჰყავდა - ვიცით, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენთან მას პირდაპირი შეხება ჰქონდა, ვგულისხმობ სასჯელის შემცირებას, რამაც სააკაშვილს მათი შწყალების საფუძველი მისცა. მაინტერესებს, თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეს გვერდით რატომ არ უსვამენ? თუ საქმეში წინასაწარი დათქმა იყო, მაშინ მურისიძე თანამონაწილეა. უკვე აბსურდამდე მიდის ის ფაქტი, რომ ლევან მურუსიძეს, დანაშაულის თანამონაწილეს გამოაქვს განაჩენი მეორე დამნაშავისთვის"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42