ხატია დეკანოიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.
"ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, მოსამართლე არევაძემ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ეს იყო ქართული დემოკრატიის ტესტი, რომელიც საქართველომ ვერ ჩააბარა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეალურად კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის გაასამართლეს. მთელი სასამართლო სისტემა მობილიზებულია ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ხელში და სწორედ ივანიშვილის სურვილი იყო ეს განაჩენი დამდგარიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ორი ქვეყნის ხელისუფლების გარიგების შედეგად დამდგარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დემოკრატიისთვის ძალიან ცუდად აისახება. საქართველოს ხელისუფლება პასუხს ძალიან მალე აგებს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






