„ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა შექმნან და თქვან" - მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:12, 04 Jan, 2018     2641
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მის შვილს საბანკო ანგარიში არ ჰქონია.

„მაგას საბანკო ანგარიში არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს, რა - არა, არ ვიცი. ევროპაში მეც მყავს საძმო, 100, 200 დოლარი თუ ვინმემ გამოგზავნა, ეგ იქნება, სხვა არანაირი საბანკო ანგარიში არ არის. ჩემგან გერმანიიდან ჩამოტანილი ფული აქვთ მაგათ წაღებული, დღეს აქ არის ჩამოსული ის, ვინც გერმანიაში 6 წელი იმყოფებოდა, ჩემი გოგო. უნდათ, რომ სადღაც ვითომ თემირლანის ფული იგზავნებოდა... ეს აბსურდია. ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა თქვან, რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, ხომ უნდა შექმნან, თბილისში თუ ჩეჩენია ყველა ერთმანეთს იცნობს. ბორზიევი ვინ არის არ ვიცი, არც მეორე ვიცი ვინ არის, საიდან უნდა ვიცოდე. გვარებით როგორ გითხრათ, არ ვიცნობ არც გვარებით არც სახელებით. ჩემი ჩეჩნური, ქისტური, კაცური, ალაჰის წინაშე ვაცხადებ, საქართველოს წინაშე - აზრადაც რომ მოსვლოდა ჩემს შვილს, სიზმრადაც რომ მოსვლოდა რაღაც ცუდის გაკეთება, მე მაგას ჩემი ხელით დავახრჩობდი ეს მინდა რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილის მამამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42