თავდაპირველად სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ სასამართლოსთვის საქმის მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ „კურჩენკოს ჩანაწერი“ ფაბრიკაციაა, ისევე როგორც მის უწყვეტობასთან დაკავშირებული ექსპერტიზა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მოსამარტლის ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს მიერ ანტისახელისუფლებო აქციების დაფინანსების საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა და გაათავისუფლა.
„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს იმ მუხლის თანახმად, რომელსაც პროკურატურა უყენებს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სააკაშვილი თავდაპირველად 5 დეკემბერს დააპატიმრებს, თუმცა მხარდამჭერებმა ის სპეცრაზმის ავტომობილიდან დაიხსნეს. მეორედ კი 8 დეკემბერს, რის შემდეგაც ის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში გადაიყვანეს. 11 დეკემბერს კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






