გირგვლიანის საქმეზე შეწყალება - სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი - დიმიტრი შაშკინი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:05, 03 Jan, 2018     2381
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე დღეს განახლდება. საქმის მოსამართლემ 25 დეკემბერს დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა და პროცესი 3 იანვრამდე გადადო.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ პროკურატურის ბრალდებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აფასებს და ამ ყოველივეს აბსურდს უწოდებს. შაშკინს მოჰყავს ოთხი ფაქტი იმის მტკიცებულებად, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდების დავა უსაფუძვლოა:

„ეს სასამართლი პროცესი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ეს საქმე იმდენად არალოგიკურია, იმდენად შორს არის იურისპრუდენციისგან, რომ ნებისმიერი ადექვატური სასამართლო წარმოებაშიც არ მიიღებდა. რადგან საქართველოში არ არსებობს ობიექტური სასამართლო და არ არსებობს სამართლიანობის პრინციპები, ჩვენ გვაქვს საქმე აბსოლუტურად ცინიკურ, არასამართლიან პროცესსა და პოლიტიკურ დევნასთან“, - აღნიშნავს შაშკინი.

შაშკინის თქმით, სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია:

„რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება იმას, რომ მან გამოიყენა თავისი შეწყალების უფლება, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. პირველი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პროკურატურა დგას ცუდ გზაზე, ის ცდილობს, რომ მიაბას მიხეილ სააკაშვილის სახელი საკმაოდ რთულ საკითხს, ეს არის გირგვლიანის მკვლელობა. მიხეილ სააკაშვილს არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ჰქონია და არც შეიძლებოდა რომ ჰქონოდა, მაგრამ პროკურატურა ჯიუტად ცდილობს, რომ მიაბას მისი სახელი ამ საქმეს“, - განმარტავს შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საჭირო გახდა სამხედრო რესურსის მაქსიმალური გამოყენება. ამიტომ, პარლამენტმა შეიმუშავა ამნისტიის კანონპროექტი და მიმართა პრეზიდენტს სამხედრო ჩინისა და წოდებების მქონე პირების მიმართ მისი უფლება, შეწყალებასთან დაკავშრებით, გამოეყენებინა. აღნიშნულის შედეგად, ამნისტია თუ შეწყალება 130 სამხედრო მოხელეს შეეხო, ნაწილი გათავისუფლდა სასჯელაღსრულებითი ორგანოებიდან, ნაწილს კი პატიმრობის წლები შეუმცირდათ, წლები შეუმცირდათ გირგვლიანის მკვლელობი საქმეზე ბრალდებულ პირებს:

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს რამდენიმე ფაქტი. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოდნავ კრიტიკული აზროვნება გააჩნია, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.

მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვია გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები ციხიდან, რასაც ცდილობენ, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას. ეს არის პირველი ფაქტი და სიმართლე.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შეწყალების უფლება, რაც ყველა პრეზიდენტს გააჩნია, რაც კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებაა, მან მხოლოდ შეუმცირა სასჯელი ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სამხედრო წოდება.

2008 წლის ომის შემდეგ დადგა რამდენიმე საკითხი ჩვენი პარლამენტის წინაშე. საქართველომ განიცადა სერიოზული დანაკარგი ომის პერიოდში და ყველანაირი რესურსი, რომელიც არსებობდა ჯარის გასაძლიერებლად, უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამაზე კი სრული კონსესუსი იყო საზოგადოებაში. პარლამენტმა დაიწყო მუშაობა ამნისტიაზე, ამაში იყო ჩართული ოპოზიციაც და პოზიციაც, მაგრამ იყო ერთი ნიუანსი - ამნისტია ვერ ერგებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამხედრო წოდებები ჰქონდათ, მათი შეწყალება იყო პრიორიტეტული პარლამენტისთვის, ბევრი მათგანის გამოყენება შესაძლებელი იყო ჯარის აღმშენებლობის პროცესში, მაგრამ ომის დროს წმინდა იურიდიულად რომ შევხედოთ, იყო დარღვევები, რომელიც ითვალისწინებდა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას კანონის მიხედვით, ეს რეაგირება იქნებოდა იმდენად იდიოტური, რომ ბუნებრივია ადამიანობის არანაირ ჩარჩოში არ ჩაჯდებოდა. მაგალითად, წმინდა იურიდიულად სამართალდამცავები რომ შეხედავდნენ საკითხს, როდესაც იყო ბრძანება ჯარისთვის, ოფიცრებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხინვალიდან გასვლის შესახებ, რამდენიმე ოფიცერი და ჯარისკაცი დარჩა ცხინვალში და გმირული სიკვდილით დაიღუპა. ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ ბრძანებას და დარჩნენ, იომეს, გმირულად იბრძოლეს და დაიღუპნენ ამ ბრძოლაში. იურიდიულად არ დაემორჩილნენ ბრძანებას, მაგრამ უნდა იყო იდიოტი, რომ მსგავსი ადამიანების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი როგორც ამნისტია, ასევე შეწყალების მექანიზმის გამოყენება, რომ ასეთ ჩიხურ სიტუაციაში არ შევსულიყავით.

პარლამენტმა მოამზადა ამნისტია, მან მიმართა პრეზიდენტს, რადგან კანონის ძალით ისინი ვერ შეეხებოდნენ ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა სამხედრო მიდგომა, მიმართეს პრეზიდენტს, რომ შეწყალების უფლება გამოეყენებინა მსგავის ადამიანების მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ 130 ადამიანის მიმართ გამოიყენა შეწყალება, ზოგი გაათავისუფლა და ზოგს შეუმცირა სასჯელი. ხალხს, რომლებიც იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს ჰქონდათ სამხედრო წოდებები, ამიტომ ეს მიდგომა პარლამენტის მიერ ინიცირებული, გავრცელდა ამ ხალხზეც, მაგრამ გავრცელდა იმ მინიმუმით, რაც შესაძლებელი იყო. ეს ხალხი არ გათავისუფლდა, მათ შეუმსუბუქდათ სასჯელი. ეს არის სიმართლე, ეს სიმართლე ყველამ იცის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, ახლა ჩუმად არიან. ეს ეხებათ მაშინდელი უმცირესობის წევრებს. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ ის ხალხი შეიწყალა, რომლებსაც ჰქონდათ სამხედრო წოდებები, რომლებიც მნიშვნელოვანნი იყვნენ იმ მომენტისთვის.

მესამე ფაქტი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არის ის, რომ პროკურატურა ხალხს ეუბნება, რომ პრეზიდენტი დაპირდა ამ ადამიანებს, რომ გაათავისუფლებდა ციხიდან. ოთხი წელი ვიყავი საქართველოს მთავრობის წევრი. არც საქართველოს პრეზიდენტი, არც ამერიკის, არც აზერბაიჯანის და არცერთი სხვა ქვეყნების არ ურთიერთობენ სამმართველოს და დეპარტამენტების უფროსებთან. სახელმწიფო ხომ სოფლის კლუბი არ არის? საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს მინისტრები, რომლებთანაც ურთიერთობს, ის შესაძლოა ურთიერთობდეს მინისტრების მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან, მას ფიზიკურად არც დრო და არც სურვილი არ გააჩნია, ეს ყველა ქვეყანაში ასეა.

მეოთხე ფაქტი არის ის, რომ ამ ხალხმა მოიხადა სასჯელის ნახევარი, მათ შეეხოთ პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონი. კომისია, რომელიც იყო კოლეგიალური ორგანო და არ ექვემდებარებოდა არც პრეზიდენტს, არც რომელიმე მინისტრს, რომელშიც შედიოდნენ პარლამენტის წევრები, ამ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ ხალხს შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლება და ერთი ან ორი წლით ადრე გამოვიდნენ ციხიდან.

პროკურატურის პოზიცია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ეს ადამიანები, არის ტყუილი.

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რასაც ახლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ედავებიან. აქედან გამომდინარე, ამ ოთხი ფაქტის გათვალისწინებით თუ კიდევ რაიმე შეკითხვა რჩება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მაშინ უნდა თქვან, რომ შავი თეთრია“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42