ვისზე გაიცვალნენ ლუკავა და გიუნაშვილი - ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:26, 03 Jan, 2018     2284

პატიმართა გაცვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში წამოწყებულ პოლემიკას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით ეხმაურება. ინფორმაციას ამის შესახებ apsnypress.info ავრცელებს.

„2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე აფხაზურმა მხარის მიერ საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემა წარმოადგენს პატიმართა გაცვლის პროცესის გაგრძელებას, რომელიც დაიწყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნით.

2008 წლის მოვლენების შედეგად, საქართველოს ჯარების ინტერვენციის დროს აყვანილი იყვნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა, მათ შორის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზემ რომ ლუკავა გასაცვლელთა სიაში ადრეც იყო, თუმცა მისი გაცვლა იმ დროს დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კიდევ ერთი პატიმარი გიორგი გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, გაცვლილი იყო როლანდ ჟიბაზე, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბ. კვიცინიას მკვლელობისთვის იყო ეჭვმიტანილი.

საჭიროდ მივიჩნევთ, განვუმარტოთ საზოგადოებას , რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის თავს აფარებენ აფხაზეთის მოქალაქეები. მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გადმოცემისთვის. ეს საკითხები IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული.

შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და თავს საქართველოში აფარებენ , აფხაზეთს უნდა გადაეცეს და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელი მოიხადონ.

მეტიც, ომის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, ისეთები როგორიცაა გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა. იმ პერიოდში ამას არ გამოუწვევია რაიმე აღშფოთება ან გაუგებრობა მათი მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.“- აღნიშნულია განცხადებაში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტქმით, პატიმართა გაცვლის მსოფლიო პრაქტიკა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა და პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქვეყნის მოქალაქეებს გამოიჩინონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციიულ მოწოდებებს“- აცხადებენ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42