ხელსიუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფის ფორმატში უნდა მივიდეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება იტყუება და ცდილობს ამით შენიღბოს წარუმატებელი სპეცოპერაცია.
„ფაქტია დღეს, რომ ხელისუფლება იტყუება და სანდოობის დონე ამ შემთხვევაში არის ნულის ტოლი. ფაქტია, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ იმიტომ იტყუება, რომ ცუდად ჩატარებული და დაგეგმილი სპეცოპერაცია გაამართლოს, არამედ ხელი დააფაროს ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანს. იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც თავის დროზე საქართველოში შემოიყვანა ახმედ ჩატაევი და მათ მიაწოდა ერთი ბატალიონის სამყოფი სამხედრო შეიარაღება.
"ამ ყველაფერის შედეგად დღეს ჩვენ პანკისში გვაქვს უაღრესად ფეთქებად საშიში სიტუაცია. საზოგადოება ბავშვი არ არის, რომ მას სატყუარა გადაუგდო და ის დროებით გააჩუმოს ან დიდი ხნით მოატყუო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ თუ რა მოხდა ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ "ევროპულ საქართველოშიც". გიორგი კანდელაკის თქმით "ხელისუფლება თავის დაძვრენას ცდილობს".
"ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფოსაიდუმლოებას და არ ადევს გრიფი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ხოლო, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამისთვისარსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი - ნდობის ჯგუფი,რომელსაც სამწუხაროდ, როგორც წესი მთავრობა უკეთებს სრულ იგნორირებას. ლენტისგაჭრა კარგია, მაგრამ სულ ისე ვერ გამოვა, რომ პრემიერმინისტრი ლენტის გაჭრით იყოს სულდაკავებული,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
ოპოზიციის მოთხოვნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ გამოხმაურებია. დუმს მმართველი გუნდიც.
მასალის გამოყენების პირობები






