სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის თქმით, არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს, არ არსებობს.
„ჩემს მიერ უკვე სრულყოფილად არის შესწავლილი საქმის მასალები და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი. ის, რაც ბრალდების მხარეს სასამართლოში შემოტანილი აქვს მტკიცებულებები, თითქმის ყველა მოწმის ჩვენება არის ირიბი. როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო მისთვის მინიჭებული უფლების გამო, რომ მან შეიწყალა გარკვეული პირები მაშინ, როდესაც ამის სრული უფლება ჰქონდა. ანუ, შეუძლებელია ამის გამო გასამართლდეს პრეზიდენტი,“ - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.
სასამართლო სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით ედავება.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი უკრაინაშიც გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






