საქართველოს პრეზიდენტმა ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა
პოლიტიკა - 13:19, 01 Jan, 2018     1561
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის უფროსთან და მრჩევლებთან ერთად, ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა, ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა და ახალი, 2018 წელი მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარში ცენტრის დირექტორმა ლუდმილა სალიამ უმასპინძლა და ბენეფიციარების წინაშე არსებული პრობლემები გააცნო. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს ფინანსურად დაეხმარება. პროექტი, რომელიც გერმანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის "არბაიტერ სამარიტერ ბუნდი (AშB)" და ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დღეს დაფინანსების წყაროებს ეძებს და საქმიანობის გაგრძელებას ამჟამად თვითდაფინანსებით ცდილობს. თავშესაფარი ხანდაზმულებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. მათ შორის, 24 საათიან მომსახურებას, დღის ცენტრისა და შინმოვლის მომსახურებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავშესაფარმა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოხუცებს უვლიან და დახმარებას სთავაზობენ, გააგრძელოს ფუნქციონირება. „იყო გარკვეული ფინანსური პრობლემები და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადად დაფინანსდა მოხუცთა თავშესაფარი და ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა მოხუცთა თავშესაფარს, რომ მომდევნო წლიდანაც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს მაქსიმალურად გვერდში დაუდგება. თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი და მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა დონორებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მოქმედმა თავშესაფარმა განაგრძოს მუშაობა, არ შეფერხდეს, რადგან იმ საქმიანობის გარდა, რასაც იგი ახორციელებს მას კიდევ უფრო დამატებით სიმბოლური დატვირთვაც აქვს", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42