საქართველოს პრეზიდენტმა, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განვლილი, 2017 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომტრადიციულად, პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და მხარდაჭერისათვისუწევდა ბრძოლა.
"ტრადიციულად გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარიპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაცსახელმწიფო ინსტიტუტები დაცულია.
იყო დრამატული პერიოდიც, როდესაც სრულიად ხელოვნური, ერთწლიანი პროცესით მოხდა კონსტიტუციის ცვლილებებისინიცირება. კონსტიტუციისა, რომელიც არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ და არც მე და რომელზეც ვეტოს უფლებაგამოვიყენე.
ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით. ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია,პარამეტრებზე ვსაუბრობ, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა მოქალაქეებისთვის, მაგრამ პარამეტრები უკეთესია,ვიდრე ველოდით. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით.
2018 წელი მე თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლება, რომელიც გულისხმობს გააზრებას იმისა, რაუნდა ვაკეთოთ, აი ამ ძირითადებზე შევთანხმდეთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთუფრო გაერთიანებულად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






