ენძელა, ჯეჯელავას მაიმუნი-ვაშლები, წლის ,,უიღბლო“ კვირიკაშვილის გინება და ,,წლის გუგებრობა“ - ქრისტეშობიდან 2017-ის უკვდავი ,,პოლიტთავგადასავლები“
პოლიტიკა - 09:57, 31 Dec, 2017     3200

ცეცხლოვანმა მამალმა ბოლო მოიქნია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017-ის ბოლოს არაერთი სკადალის მოწმენი გავხდით. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მეისტორიემ ქართლის ცხოვრების ქრონიკებში ასე მოიხსენიოს: „ქრისტეშებოდან 2017 წელს საქართველოში კეთილების გინება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი!“

ხუმრობათ იქით იყოს და, მართლაც, პირველად მოხდა, როცა უმაღლესი თანამდებობის პირმა, ესე იგი, პრემიერმა საჯარო სივრცეში, კერძოდ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დებოში მოაწყო - ოპოზიციას სულ მკვდარი და ცოცხალი აგინა. ახლა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დამცველები და მხარდამჭერები პრემიერსაც გამოუჩნდნენ და კვირიკაშვილის საქციელი გაამართლეს, პროვოკაცია მოუწყვეს და ღირსება დაიცვაო, მაგრამ როცა ქვეყნის, პრაქტიკულად, მეორე პირი ღირსებას სამართლებრივად კი არა, გინებით იცავს, იმ სახელმწიფოში რაღაცები მთლად კარგად ვერ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, ვინმემ 2017 წლის საუკეთესო გინებების, მინიმუმ ხუთეული რომ შეადგინოს, ამ ჩამონათვალში პრემიერის გინებას, რასაკვირველია, კონკურენტი არ ეყოლება. ამასთან, პრემიერის გინება შესაძლოა, „წლის საჯარო სირცხვილადაც“ კი შეირაცხოს, რომლის ფონზეც იგივე პოეტ რატიანის მიერ ქუჩაში გინება მოსატანიც კი არ არის, მაგრამ რათ გინდათ? - ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ე.წ. ორმაგი სტანდარტი 2017-შიც, როგორც ადრე, აქტუალური იყო. შესაბამისად, ის, რაც ეპატია უმაღლესი თანამდებობის პირს, არ ეპატია რიგით მოკვდავს, ამ შემთხვევაში, პოეტს, ანუ პრემიერი გინებისთვის არავის დაუსჯია. უფრო მეტიც, ვიღაცებმა მას დითირამბებიც კი უძღვნეს.

აი, მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა კვირიკაშვილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს შეადარა და - არც მეტი, არც ნაკლები - განუცხადა, ჩემი ზიდანი ხართ, პრემიეროო.

სამაგიეროდ, „ქოცელიტამ“ ლამის ჯვარზე გააკრა პოეტი ზვიად რატიანი, რას ჰქვია, ნასვამი კაცი იგინებაო. „ქოცმადიდებლებს“ კვერი სასამართლომაც დაუკრა და რატიანს 2000-იანი ჯარიმა „სტკუცა“, აქაოდა, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიე და საკადრისად უნდა დაისაჯოო.

უიღბლობას რა ვუთხრათ, თორემ „წლის კომიკოსის“ სტატუსი ბოლო წუთამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე პარლამენტში დებოში ატყდებოდა, განათლების ექსმინისტრს ჰქონდა გარანტირებული - დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, 2017-ში აწგათავისუფლებულმა ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავამ იმდენი იჯამბაზა, რომ ლამის „ნაცარქექიას“ ახალი ვერსია დაწერა: ხან კომბლე „გაასამართლა“ და ხანაც ფიფქიას პატიოსნება დააყენა ეჭქვეშ.

შემდეგ აბიტურიენტებს, არც მეტი არც ნაკლები, მაიმუნების უწოდა: "სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა 7 მაიმუნიდან ერთი აბარებს . ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები "- განაცხადა განათლების მინისტრმა ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე.

ბოლოს კი, „ვაშლების ბიზნესმა“ გაიტაცა, ანუ აიჩემ-დაიჩემა, მოსწავლეების უკეთ განვითარების მიზნით, სკოლებში ვაშლი უნდა შევიტანოთო და ამ საკითხზე ტენდერიც გამოაცხადა.

ჯეჯელავას გადაწყვეტულებით, ვაშლის ჭამა ნებადართული მხოლოდ დიდი სკოლებშია. აი, მცირემოსწავლიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი ვაშლი შესაძლოა, „კრიმინალად“ შეირაცხოს, თუმცა მას შემდეგ, რაც თანამედროვე „კომბლე“ სახელმწიფო სავარძლის გარეშე დარჩა, გარკვეული ცვლილებები შესაძლოა, „ვაშლის საგამანათლებლო პროგრამაშიც“ შევიდეს.

მოკლედ, დაველოდოთ, რა მოხდება. მანამდე კი შემდეგ ნომინაციაზე გადავიდეთ.

შემდეგი ნომინაცია კი, რომელსაც პირობითად, „უიღბლო ჩინოვნიკი“ ვუწოდეთ, შეგვიძლია, თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას გადავცეთ. ახლა, ვიღაცები იტყვიან, ნარმანია რა უიღბლოა, სემეკ-ში გამოიჭიმაო. კი, თქვენი გულისა, სემეკ-შიც ხელფასი მშვენიერი ექნება და არც თბილი მოაკლდება და არც - ცივი, მაგრამ აბა, დააკვირდით: აქამდე კაცი დედაქალაქის არჩეული მერი იყო, ახლა კი, სემეკ-ის რიგითი წევრია. ჰოდა, ამაზე მეტი უიღბლობა რაღა უნდა იყოს? - სემეკ-ში შესაძლოა, ხმაც არ ამოაღებინონ.

ისე, სანდო წყაროები ამბობენ, რომ ნარმანიას ხმას არც მერიაში აღებინებდნენ, ანუ ფიქტიური მერი იყო, სინამდვილეში კი, დედაქალაქის თავის ფუნქციას, თურმე, სხვები ასრულებდნენ, თუმცა ვინ იყვნენ ეს სხვები? - ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

რაც შეეხება „წლის აღმოჩენას“, ეს ტიტული უპირობოდ, შესაძლოა, უმრავლესობის წევრს, დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს გადავცეთ. კი ბატონო, ქალბატონ ენძელას, როგორც დეპუტატს, თავი არ გამოუჩენია, მაგრამ სამაგიეროდ, მისი ფრაზები შთამომავლობას გადაეცემა.

იმის შესახებ, ქალბატონმა ენძელმა პრემიერი ზიდანს რომ შეადარა, უკვე ვთქვით. აი, იმას კი ახლა გაგახსენებთ, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ტიტული რომ დაავიწყდა და სულ „ჯანდაბა“ ეძახა.

ზოგადად, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობა „წლის გაუგებრობის“ ნომინაციაში უპირობო გამარჯვების ღირსია. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება „ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობას, სახელ-გვარებს ვინ ჩივის, სახეზეც არ იცნობს, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვენი საქართველო ხომ აქ არის?!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42