მისი თქმით, შეხვედრაზე სპეცოპერაციის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.
„მასალიდან მათ დაინახეს, თუ რა კავშირში იყო ის ადამიანები, ვისზეც სპეცოპერაცია განხორციელდა ჩატაევის ჯგუფთან,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სპეცრაზმის ინტერესებში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ შედიოდა.
"არ შედიოდა სპეცრაზმის და გამოძიების და სპეცსამსახურის ინტერესებში ვინმეს ლიკვიდაცია იმიტომ, რომ, როგორც მასალებიდან ჩანს, ეს ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის წყარო უნდა ყოფილიყო მომავალში ძიებისთვის. ამიტომ, უბრალოდ, მან შესვლის მომენტში ის მოქმედება განახორციელა, ხელყუმბარა, რის გამოც, სპეცრაზმელი იძულებული გახდა, რომ იარაღი გამოეყენებინა. სპეცრაზმის მოქმედება ახსნა თავიდან ბოლომდე წარმომადგენელმა და მიუთითა, რა თქმა უნდა, ყველა ის გარემოება, რაც იყო და არანაირი სურვილი მაჩალიკაშვილის განადგურების სპეცრაზმს არ გააჩნდა,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






