"მეგობრებო, მდიდარ ფანტაზიას რომ არ მიეცეს გასაქანი, დამატებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ:
1. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
2. გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება, ჩართულია კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები.
3. ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია.
4. სრულადაა გადარჩენილია ეთიკის კომისიის დოკუმენტები, პირადი საქმეები და ფინ. დოკუმენტაცია.
5. ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას.
პ.ს. ზოგი კონსპიროლოგიით გატაცებულთათვის - 21-ე საუკუნეში ვართ და მთლიანი ფინანსური ინფორმაცია ელექტრონულ მატარებლებზე გვაქვს, დაცულია ბანკებში და საგადაახადო ორგანოებში"- აცხადებს ასათიანი.
თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენში არსებული 4 ოთახი დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






