"ჯობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აკრძალვები მოიხსნას" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:03, 29 Dec, 2017     1587
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

აღნიშნული შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა.

შეხვედრისას მოძრაობის "თეთრი ხმაური", არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ტალღა" და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და რომელმაც სტატისტიკურად ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოში მუშაობდა და მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს.

,,დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან.

მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა.

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42