მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ეს ბინა რამაზ მარგოშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულს ჰქონდათ ნაქირავები.
ჩატაევის დაჯგუფების მიერ ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ადამიანმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა და ფოტოებზე ამოიცნო ის ბრალდებულები, რომლებიც ბინაში რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდნენ.
„დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე და მანახეს ფოტოები. ამოვიცანი ეს ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდა ოქტომბრის თვეში. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან წესიერად და კარგად იქცეოდნენ. დაახლოებით რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ისინი აქ. ორ ადამიანს ვხედავდი, ვინ მიდიოდა ან მოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ დამიბარეს მოდულში და ამოვიცანი ეს ადამიანები“, - აცხადებს მეზობელი "პირველ არხთან".
მასალის გამოყენების პირობები






