ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა. საპროექტო ჯგუფის წევრებმა განმარტება გააკეთეს გენგეგმის მოქნილი მექანიზმის შესახებ, რომლის თანახმადაც სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთები ღირებულებას არ კარგავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიწის რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეგახსენებთ. რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1373 განკარგულების ,, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,არქიტექტურული ბიურო.“
მასალის გამოყენების პირობები






