გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩამოვიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“.
გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.
როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვრცლად ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






