კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ხსოვნას მისმა კოლეგებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს
პოლიტიკა - 13:56, 29 Dec, 2017     755
დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დახვდნენ და ქართველი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დიპლომატის კოლეგებმა და ახლობლებმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უწყების თანამშრომლები.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. 2013 წლიდან დღემდე იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ეკავა ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია, საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში, 1995-1998 წწ-ში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გახლდათ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობა. ღვაწლმოსილ ქართველ დიპლომატს 2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42