„ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქმე მთლიანად გაყალბებულია. მინდა გავაკეთო განმარტება იმასთან დაკავშირებთ, რაც ხდება. იური ლუცენკო, რომელიც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი, დიდძალი ქონების მფლობელია. ის ვერ დააგროვებდა ამ სიმდიდრეს შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის ხელფასით. პოროშენკო აღმოჩნდა კურჩენკოს ბიზნეს პორტნიორი და ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიებით მტკიცდება, რომ ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.უკრაინაში ძალაუფლება ქურდებმა ჩაიგდეს ხელში და ადამიანებს გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე ასამართლებენ. მათ უნდათ, რომ ჩვენ გავჩუმდეთ და კორუფციაზე არ ვისაუბროთ. ბატონო პრეზიდენტო, მე ამის შესახებ ვილაპარაკებ და მთელ მსოფლიოს ვაცნობებ, რადგან იქ მიცნობენ და ჩემს ხმას გაიგონებენ. თქვენ მე ვერ შემაშინებთ პირადი შანტაჟით და ყალბი ბრალდებებით ჩემს დისკრედიტირებას ვერ მოახდენთ." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






