„პანკისში სიტუაციის არევით გარე ძალები არიან დაინტერესებულნი“ - ხეობის უხუცესი მოსახლეობის მოთხოვნებს გუბერნატორს აცნობს
პოლიტიკა - 11:45, 29 Dec, 2017     1507
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხს განიხილავენ კახეთის მხარის გუბერნატორთან შეხვედრაზე, - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა აცნობა.
ხანგოშვილის თქმით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას პეცოპერაციასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებს.

უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სპეციალურ მიმართვას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.

„12:00 საათზე უნდა შევხვდე გუბერნატორს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრისა და ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გვექნება საუბარი. შევხვდით ჩვენს დეპუტატს და ობიექტური გამოძიების აუცილებლობა მასთანაც დავაყენეთ. რაც შეეეხება ძალოვან სტრუქტურებს, მათგან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა“- ანიშნავს „ნიუპოსტთან“ ხანგოშვილი.

ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ თუ „დამნაშავე არ დაისაჯა, ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“.

„სროლა რა საჭირო იყო?! ყველაფრის მოგვარება მშვიდობიანად შეიძლებოდა. შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია. ჩვენი შემდგომი მოქმედება მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში იქნება. სიმართლის დასადგენად გზებს აუცილებლად გამოვნახავთ, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გზითაც. ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნებს მხარს დავუჭერთ“- განაცხადა ხანგოშვილმა.

მისივე შეფასებით, „პანკისის ხეობა განტევების ვაცია“.

„ რამე მოხდება თუ არა, აუცილებლად აქ უნდა მოვარდნენ და აქედან უნდა ააქოთონ ყველაფერი. ხელოსანი დოქს ყურს იქით მოაბამს, საითაც უნდა,“ - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

მისი თქმით, სიტუაციის დაძაბვით გარე ძალები არიან დაინტერესებულნი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42