„მინდა ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს ვუპასუხო, რომლებიც სხედან და ათას სისაძაგლეს ლაპარაკობენ პანკისელების მიმართ. ხშირად ისმის ფრაზები: "უნდა გავასახლოთ ქისტები", "ყველა ქისტი ტერორისტია", "ჩამოთრეულები" და ა. შ.
ამ "ჩამოთრეული" ქისტების წინაპარი იყო ქართლის პირველი დედოფალი (ძურძუკი), ამ "ჩამოთრეული" ქისტების წინაპრებმა დაუბრუნეს ტახტი საურმაგს, ეს "ჩამოთრეული" ქისტები ოდითგანვე არიან საქართველოს ისტორიაში როგორც საქართველოსთვის მებრძოლები და არა "ჩამოთრეულები".
ეს "ჩამოთრეულები" ლეკიანობის დროსაც ერთ-ერთი ფარი იყო.
ეს "ტერორისტები" ქაქუცა ჩოლოყაშვილის მხარდახარ იბრძოდნენ იმპერიის წინააღმდეგ და ლუკმას უყოფდნენ მის რაზმს.
ეს "ჩამოთრეულები" საქართველოს ამ კუთხეს კბილებით იცავდნენ როცა ზოგ-ზოგიერთი რეგიონი ავტონომიას ითხოვდა.
ეს "ტერორისტები" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ აფხაზეთში და ოსეთში როცა ბევრი ქართველი "ვაჟკაცი" გარბოდა და იმალებოდა.
ეს "ჩამოთრეულები" და "ტერორისტები" დღესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე ფიქრობენ და იყუჩებენ იმ ტკივილებს რომლებსაც საქართველოს ყოველი ხელისუფლება აყენებენ.
ეს "ტერორისტები" მუდამ ცდილობენ მტრის წისქვილზე წყალი არ დაასხან და არ ავნონ სახელმწიფოს და არ გამოიწვიონ არეულობა, მაგრამ ხელისუფლება ცდილობას პანკისელების მდგომარეობიდან გამოყვანას.
და ბოლოს ამ "ჩამოთრეულებს" ვერავინ გაასახლებს ამ ქვეყნიდან რადგან ის მათი სამშობლოა და ისინი არადროს დათმობენ ამ მიწა წყალს.“- წერს მაგა ვაინახი.
მასალის გამოყენების პირობები






