მთავრობამ 2018-2020 წლებში სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა მიიღო
პოლიტიკა - 15:09, 28 Dec, 2017     1007
საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში. აღნიშნულ საბჭოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება. სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.

მომავალი თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42