აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:43, 28 Dec, 2017     752
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებები განაგრძობენ შეხვედრებს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამჯერად სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აშშ-ის განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის განიხილოს სხვადასხვა მოსაზრება და წინადადება.

შეხვედრაზე სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და შემუშავებული სტრატეგიული ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს; იმსჯელეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მავნებელთან ბრძოლის პრაქტიკასა და საქართველოს გამოცდილებაზე. ხაზგასმით აღინიშნა მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის მნიშვნელობა. მეცნიერების მხრიდან სამინისტროსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატი დადებითად შეფასდა.

2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია. პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა, მათ შორის პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42