ღონისძიების ფარგლებში, „კურსის საუკეთესო ინსტრუქტორებს“, „საუკეთესო კურსდამთავრებულებს“, ,,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის“ და ,,ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულებს“ სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. წვრთნები 10 კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პირობებში ხორციელდებოდა. ახალწვეულებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკურ მომზადებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად IV მექანიზებულ ბრიგადაში, ასევე ეროვნულ გვარდიაში, საჰაერო თავდაცვის სარდლობასა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში განაგრძობენ მსახურს.
მასალის გამოყენების პირობები






