დაპირებული 5 თეთრის ნაცვლად 23 თეთრი - დიმიტრი შაშკინი დენის ტარიფის მომატებას ხალხის მოტყუებას და ცინიზმს უწოდებს
პოლიტიკა - 13:28, 28 Dec, 2017     5757

სემეკ-მა ელექტროენერგიაზე გადასახადი მთელი საქართველოს მასშტაბით გაზარდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მოსახლეობას, დაახლოებით, 1.56 თეთრით გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი აფასებს, რომელიც მომხდარს ხალხის დაცინვასა და ცინიზმს უწოდებს.

„ერთი უბედურება ისაა, რომ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში იზრდება დენის ტარიფი. რეალურად, ხალხს ძალიან უჭირს, წელს დაფიქსირდა თბილისში ყველაზე მეტი აბონენტი, რომელსაც დენი გადაუხდელობის გამო აქვს გათიშული, ანუ ხალხს უჭირს იმდენად, რომ ვერც ძველი ტარიფით ვერ იხდიდა გადასახადს.

მეორე უბედურება და პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი მოატყუეს - დაპირდნენ 5-თეთრიან ტარიფს და მიიღეს 23 თეთრზე მეტი. ზუსტად 5 წლის წინ იყო დაპირება, რომ ტარიფი იქნებოდა 5 თეთრი.

მესამე უბედურება და პრობლემა ის არის, რომ ყველაფერ ამის შემდეგ დასცინიან ხალხს. ის კომენტარები, რომლებიც გაკეთდა, თუ რატომ გაიზარდა ტარიფი, ცინიზმი და დაცინვაა. ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ ბევრი ინვესტიცია შემოვა მომავალ წელს საქართველოშიო. რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა, ბუნებრივია „თელასი“ უფრო მეტ ფულს იშოვის. „თელასი“ გააკეთებს მეტ ფულს და ხალხსაც წაართმევს უფრო მეტ ფულს. რაც უფრო მეტი მოთხოვნაა პროდუქტზე, მით უფრო მეტი მოგება გექნება. პირდაპირ გვითხრეს, რომ მომავალ წელს „თელასი“ იშოვის მეტ ფულს, მაგრამ იმისთვის, რომ მან მეტი იშოვოს, ხალხმა უნდა გადაუხადოს დიდი ტარიფითო. ასეთი ცინიზმი და დაცინვა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

დაპირებული 5-თეთრიანი ტარიფის ნაცვლად მიიღეს 23 თეთრზე მეტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42