ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას გასული წლების ანგარიში წარუდგინა და 2018 წლის გეგმები გააცნო
პოლიტიკა - 13:14, 28 Dec, 2017     1018
ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში გააცნო და მომავალი წლის გეგმები წარუდგინა.

შეხვედრაზე ვაკის მცხოვრებლებთან გამგებელმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი განიხილა, რომლებიც გამგეობისა და მერიის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.

ანგარიშის პრეზენტაციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე, გიორგი მუსხელიშვილი, ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამგეობის მომავალი წლის ბიუჟეტი 16 571 270 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2018 წელს ვაკეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 284 700 ლარი დაიხარჯება, განხორციელდება თანადაფინანსებული პროექტები, რაზეც 2 758 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურ პროექტებზე 2 000 000 ლარი, ხოლო კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება 2016-2017 წლებს, ამ პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა ვაკის რაიონში 264 მისამართზე მოწესრიგდა, კეთილმოეწყო 43 სპორტული მოედანი, განახლდა 59 სკვერი, ოთხ მისამართზე კი, სრულიად ახალი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 17 მისამართზე განთავსდა ფიტნეს ზონა, აშენდა 25 საყრდენი კედელი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, 400-ზე მეტ ამხანაგობაში 701 სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება 16 172 ბენეფიციარს გაეწია; ჩატარდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 2016-2017 წლებში, სულ გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე 33 მილიონზე მეტი დაიხარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42