"უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის პანკისში სტაბილურობას, რაც ოკუპანტ რუსეთს აძლევს ხელს"- ენმ
პოლიტიკა - 12:15, 28 Dec, 2017     797
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლმა ნუგზარ წიკლაურმა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება.

"ორი დღის წინ, პანკისის ხეობაში ღამით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, ხელისუფლებამ საძინებელ ოთახში მყოფი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ბრალეულობის ჰიპოთეტური არსებობის შემთხვევაშიც კი აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საფრთხეს არ ქმნიდა და საკუთარ სახლში ეძინა.

სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება.

პანკისის სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია პასუხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელსაც ქართული საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები სვავენ. ეს გარემოება აძლიერებს ვერსიას, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას კურირებდნენ სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, ხოლო პანკისის ოპერაცია არის მთავარი კითხვებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

როგორ შეძლეს 2012 წელს გათავისუფლებული ჩატაევის ჯგუფმა საქართველოს ოფიციალური საზღვრის გადმოკვეთა?

როგორ მოახერხეს ტერორიზმში ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიის შეუმჩნევლად და დაუბრკოლებლად გამოვლა?

როგორ შეძლეს მათ თბილისის ცენტრში ბაზის მოწყობა სამხედრო აღჭურვილობის შეტანა?

რა როლი და პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში სამთავრობო და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობისავე მტკიცებით სუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა შეიარაღებული ჯგუფის წევრთა მოქმედებებს.

ენმ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააყალბოს გამოძიება, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო მოქალაქეებზე და პანკისის ხეობის მოსახლეობისგან ხელოვნურად არ შექმნას მტრის ხატი.

უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, რაც მხოლოდ ოკუპანტ რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს’’ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42