ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი 10 კანონპროექტს მოიცავს:
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
„იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე შემოთავაზებული პრინციპების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მანამდე კი საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის წამყვან კომიტეტს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






