"პაციენტი არ სუნთქავდა, გაჩერებული იყო..." - როგორ გადაარჩინეს სასწრაფოს ექიმებმა ქუჩაში 66 წლის მამაკაცი
სოც.მედია - 17:19, 27 Dec, 2017     17469

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, რომ სასწრაფოს ექიმებმა 66 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

"ჩვენი ექიმების მიერ გადარჩენილი პაციენტი დღეს საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდება

თბილისის ცენტრალური უბანი, ორი ქუჩის კვეთა: 66 წლის მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად ცუდად გახდა. საბედნიეროდ, იქვე მყოფი ადამიანები არ დაიბნენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა დახვდათ. პაციენტი არ სუნთქავდა, გაჩერებული იყო გულის მუშაობა და არ აღენიშნებოდა პულსაცია.

ავადმყოფს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები და გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

მოგვიანებით ექიმები რამდენჯერმე დაუკავშირდნენ პაციენტის ოჯახის წევრებს. გუშინ კი მამაკაცის მეუღლემ თავად შეგვატყობინა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. „დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ის, რაც ექიმებმა გააკეთეს, გმირობაა. მეუღლე გადამირჩინეთ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობ“, - განაცხადა ქალბატონმა.

(1701 ბრიგადა: უფროსი ექიმი თათია თათარაშვილი, უმცროსი ექიმი ნინო კოდუა, მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი) - აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42