N14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა
პოლიტიკა - 14:03, 27 Dec, 2017     996
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესტუმრნენ. მეუფე კალისტრატემ დაწესებულების ტერიტორიაზე ახლადაშენებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია ჩაატარა.

ტაძარი მსჯავრდებულებისა და დაწესებულების თანამშრომლების მონაწილეობით აშენდა. მეუფე კალისტრატემ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მათ საპატრიარქოს სიგელები, ასევე საპატრიარქოსგან საეკლესიო კალენდარი გადასცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს ტაძრის კურთხევა მიულოცა.

„გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში თამარ მეფის სახელობის ეკლესია უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. სიმბოლურია, რომ ტაძრის კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების მე-40 წლისთავს დაემთხვა. მინდა, თითოეულ მსჯავრდებულს საკუთარ ოჯახში მალე დაბრუნება ვუსურვო“, _აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

მეუფე კალისტრატემ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები დალოცა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მადლი ყველა იქ მყოფ ადამიანს შეეწევა.

დაწესებულების ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ეკლესია შემოწირულობით აშენდა. მშენებლობაში მონაწილეობა 100-მდე მსჯავრდებულმა მიიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42