"თეთრი ხმაურის მოძრაობის" რეკომენდაციას - როგორც კი ეს მოსაზრება მათ გამოთქვეს საჯაროდ, ჩვენ მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება და ახლაც გიდასტურებთ, რომ ნარკოდანაშაულების მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია.
"იცით რომ სტატისტიკა ღიაა და შეგიძლიათ ნახოთ, დღესაც იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






