ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფა - კალაძე ტენდერზე გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს
პოლიტიკა - 12:47, 27 Dec, 2017     4234

ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერი - დედაქალაქის მერი შპს „ელფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს. კალაძის თქმით, პროკურატურაში გამოძიება მიმდიანრეობს. თბილისის მერმა აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია ის არასწორი აქცენტები, რაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ ამ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება არანაირად არ ყოფილა ხელისშემშლელი რომ მათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით იყო მაღალი. ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი შვილების, ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებით პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც იქნება. ჩვენ ვართ მოტივირებულები, მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას ვითხოვთ ყველასგან. განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ამ თემით სპეკულირებას, როცა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, ბავშვებს, ჩვენ ვიქნებით სამართლიანები და მკაცრები ნებისმიერი დარღვევის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42