„რაღაც ხდება, მსგავსი კრებები ასე არ იმართება“ - რას ამბობს პანკისელი ჟურნალისტი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
პოლიტიკა - 11:49, 27 Dec, 2017     6236
პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ადგილობრივებს კითხვები აქვთ: რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის მძინარე ახალგაზრდას და ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცავების მხრიდან?

„ნიუპოსტი“ პანკისის ხეობის მოსახლეობის განწყობაზე ადგილობრივ ჟურნალისტს ესაუბრა.

„ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცის ირგვლივ კითხვები აქვთ, დამოკიდებულება ცუდია, რადგან დაჭრეს 19 წლის ახალგაზრდა. მომხდარის გამო დღეს რამდენიმე კრებაა ჩანიშნული, რომელზეც სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კრებები ასე არ იმართება, ეს იმას ნიშნავს , რომ რაღაც ხდება“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ პანკისელმა ჟურნალისტმა სულხან ბორძიკაშვილმა.

ბორძიკაშვილი აღნიშნავს, რომ მთელი ღამის განმავლობაში, თელავში, ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რამდენიმე ათეული მანქანა იმყოფებოდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სამართალდამცველების მობილიზება ვითარების შესაძლო დაძაბვას უკავშირდებოდა.

„ალბათ, ფიქრობენ, რომ პანკისში შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს,“ - ამბობს რესპოდენტი.

სულხან ბორძიკაშვილის თქმით, როგორც კი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გაირკვევა, ოჯახი აუცილებლად იმოქმედებს.

„ჩემი აზრით, ეს მოქმედებები ჩაჯდება კანონიერ ჩარჩოებში - სასამართლოსა და აქციებში. პანკისელების განწყობაა, რომ ეს გადაცდომა არ უნდა შერჩეთ, საქმე შეიძლება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წავიდეს, რომ მომავალში საწოლში არ ესროლონ ახალგაზრდა ბიჭს. მთელი ხეობა ამ ერთი აზრის გარშემოა გაერთიანებული, რომ ობიექტურად გაირკვეს მომხდარი და ის, თუ რატომ ესროლეს ახალგაზრდას“ - აღნიშნა ბორძიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკაშირებით დღეს სოფელ დუისში 14:00-ზე, ხეობის მოსახლეობა შეიკრიბება

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო უკვე იკრიბება, რომლის დასრულების შემდეგ საბჭო საგანგებო განცხადებას გააკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42