საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე პოლიციის რეფორმისა და სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ილაპარაკა.
კვირიკაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა შორის ძალადობის მაჩველებელი შესამცირებლად შსს-ში კრიმინალური პოლიციის რეფორმა დაიწყება.
"სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში.
სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მშევეობით"- აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






