საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებშია დაგეგმილი. კვირიკაშვილის თქმით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კი გაძლიერდება.
„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






