საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საკითხზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებაა:
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური და მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი ხაზი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშიერის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ნდობის გამოხატვა საქართველოს მიმართ. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წერიგით მოქმედებას, რომელიც არის “საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ და ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






