მათვე თქმით, ძალოვანი უწყება პანკისის ხეობაში შიშის დათესვას ცდილობს.
„ნიუპოსტის“ წყარო აღნიშნავს, რომ ხეობა ფეხზე დგას.
„ძალოვანებმა პანკისის ხეობაში მაცხოვრებლებს ძალის დემონსტრირება აჩვენეს... თელავის სპორტული სკოლა იმ რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოსაა, სადაც სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილია მოთავსებული. კლინიკაში დუისის მოსახლეობა იყო მობილიზებული და სწორედ მათ აჩვენებს ძალა. სპეცრაზმელებს თავისუფლად შეეძლოთ ქალაქის განაპირას მდებარე შს სამინისტროს კახეთის სამმართველოს შენობაში ყოფილიყვნენ, სადაც ეზოც დიდია, მაგრამ მათი სპორტსკოლაში მობილიზება შიშის დათესვას ემსახურებოდა,“ - აღნიშნავს წყარო.
რაც შეეხება დუისის საბჭოში უხუცესთა კრებას, ადგილობრივები ამბობენ, რომ შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
„დღეს მარტო ტრადიციული ისლამისტების წარმომადგენლები არ იკრიბებიან, 14:00 საათზე ფუნდამენტალური ისლამის მიმდევრებიც გამართავენ შეხვედრას, როცა ასე, ერთბაშად გამოდის ფუნდამენნტური და ტრადიციულ ისლამისტური ჯგუფი, ხეობა რომ ფეხზე დგას, იქ ხელისუფლების რაღაც გადაცდომა იყო,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი .
თელავის სპორტსკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში 50-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი ალაზნის გამზირის მიმდებარედ იყო დისლოცირებული.
რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში მობილიზება, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
მასალის გამოყენების პირობები






