სოფელ კირნათის მცხოვრებლების განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი მკაცრად დაცულია, თუმცა არსებობს საზღვრის შემთხვევითი გადაკვეთის ფაქტებიც, რის გამოც მოქალაქეებს გაფრთხილებას აძლევენ.
ადგილობრივები საზღვრის ფარულად გადმოკვეთას ქართულ მხარესთან კავშირის გარეშე გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ იქ სადაც საზღვრის წყვეტის წერტილებია, მათი ინფორმაციით სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.
„პატარა დარღვევები კი იყო, ტურისტების მიერ შეცდომით გადმოკვეთის“- აცხადებს ადგილობრივი.
სოფელ კირნათის მაცხოვრებლების თქმით საზღვარზე უკანონო მოძრაობის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ:
„უკანონო გადასვლა-გადმოსვლა არ გამიგონია, გადაპარვა და გადმოპარვა კომუნისტების დროში არ იყო , იმიტო რომ ტყეშიც ღობე იყო და ჩართული იყო. უცხო კაცი ვერ გაივლის.“- განაცხადა სოფელ კირნათის მაცხოვრებელმა.
წყარო ajaratv.ge
მასალის გამოყენების პირობები






