სახიფათო ჯაჭვი და მაღალჩინოსნების კვალი ჩატაევის საქმეში?! - ,,მოწმეც კი არავინ დარჩა... ვიღაცა ფორსირებულად ახდენს სპეცოპერაციის ინიცირებას, რომ კუდი დამარხოს“
პოლიტიკა - 19:39, 26 Dec, 2017     8145
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციიდან 1 თვის თავზე დღეს პანკისის ხეობაში ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს.

გომელაურის უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

უწყების ცნობით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბრალდებულს უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც სპეცრაზმმა მისი მისამართით ცეცხლი გახსნა. ამ უკანასკნელმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.

თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მისი ახლობლები მუქარის შემცვლელ განცხადებებს არ ერიდებიან.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში და მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

გომელაურის უწყების აღნიშნულმა განცხადებამ იმაზე მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ დარჩა.

თუ სუსი-ს ვერსიას გავყვებით, ახმედ ჩატაევი კირნათი-მარადიდის ზოლის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კაშხალია განთავსებული და ის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის. პერიმეტრს იცავს თურქული მხარე, რომელსაც ჩატაევი განსაკუთრებულად საშიშ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. კომპეტენტური პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ სექტემბრის დასაწყისში უღელტეხილზე თოვლია, ჭოროხზე კი ცალხელა ახმედს შეუმჩნევლად გადაადგილება გაუჭირდებოდა.

საყურადღებოა მეორე დეტალიც როგორც გაირკვა 23 წლის შოაიფ ბორზიევი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ჩნდება კითხვა - როგორ გადმოკვეთა ინტერპოლის მიერ ძებნილმა პირმა საქართველოს საზღვარი, რატომ გამოეპარათ ეს ფაქტი უსაფრთხოების სამსახურს და რამდენად სანდოა არგუმენტი, რომ შეიარაღებული პირები მწვანე საზღვარზე აღნიშნულმა პირებმა ასე უპრობლემოდ შემოიყვანეს?!

გახმაურებული სპეცოპერაციის ირგვლივ კითხვები აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, რომელიც ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით ჩატაევს გარანტიები ქართველმა მაღალჩინოსნებმა მისცეს.

"ჯაჭვი, რომელიც ჩატაევის ლიკვიდირებით დაიწყო და დღესაც გრძელდება, ძალიან მძიმე და სახიფათო ჯაჭვია და ვფიქრობ, 2018 წელს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით სპეცსამსახურები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ტერორისტებისთვის სირიიდან გამომავალი დერეფანი არ გაიჭრას.

შეფასება, რომ ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება პანკისელებს გადაჰყავდათ, ჩემთვის არადამაჯერებელია. ისინი პროცესში შეიძლება ჩართულები იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით ამ პროცესს უფრო სერიოზული რანგის, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელი უწყობდა ხელს. შესაბამისად, უფრო ღრმად არის საქმე გამოსაძიებელი და ფრთხილად უნდა იყვნენ შსს და სპეცსამსახურები, რადგან მათ წიაღში არიან ადამიანები, რომლებიც ტერორისტების გადაადგილების გარანტორები გამოდიან"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ დიდი ალბათობით ტერორისტები საქართველოში იოლი კორიდორით შემოვიდნენ.

ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნები გამოძიების არასწორი გზით წარმართვას ცდილობდნენ.

"ეს ყველაფერი ვერსიებია და ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. არც ის არის გამორიცხული, რომ შსს-ში გარკვეული ჯგუფი გამოძიების არასწორი მიმართულებით წაყვანას ცდილობს, რომ ბევრად უფრო მძიმე ვერსიები დამალოს. ამიტომ მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, რომ ამ ვერსიაზე ნუ გაჩერდებიან, რადგან საკითხმა შეიძლება ისეთი დრამატული განვითარება ჰპოვოს, რომ თვითონაც ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ჩემი აზრით, ჩატაევის მონაცემებით, ის ტყე-ღრე მოსიარულე ვერ წარმომიდგენია...

ქრონოლოგიურად ძალიან ცუდად მენიშნა, ის გარემოება რომ სპეცოპერაციის აქტიურ ფაზაში გადასვლა მოხდა შს მინისტრის დანიშვნიდან 2-3 დღის შემდეგ, როცა ბატონმა გახარიოამ უწყებიდან ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ხომ არ უნდა ვეძებოთ დამნაშავეები იმ ადამიანებს შორის, ვინც გათავისუფლდნენ თანამდებობიდან?! - ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა - წარმოიდგინეთ, რომ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ გარკვეული გარანტიები არსებობდა, შს მინისტრის მოსვლით კი ეს გარანტიოები მოიხსნა, ვითარება გამოდის კონტროლიდან და ვიღაცა ფორსირებულად ახდენს სპეცოპერაციის ინიცირებას, რომ კუდი დამალოს და დამარხოს. მოწმეც კი არავინ დარჩა - ყველა ლიკვიდირებულია... სპეცოპერაციის ინიცირება ანონიმური ზარითაც შეიძლება. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და ამისთვის შესაბამისი სამსახურები მზად უნდა იყვნენ."- განაცხადა ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42