როგორ შემოვიდა ჩატაევის დაჯგუფება და ვინ მფარველობდა მათ საქართველოში? - ,,საზოგადოება ითხოვს პასუხებს და არა პიარ-აქციებს“
პოლიტიკა - 18:38, 26 Dec, 2017     2554

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე, ჯერჯერობით პასუხი არ ისმის, ამის პარალელურად, დღეს ჩატარდა ახალი სპეცოპერაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია 5 პირი, რომლებიც სწორედ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ტერორიზმთან არიან კავშირში.

საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ საზოგადოება ითხოვს კითხვებზე პასუხს და არა პიარაქციებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, პასუხები კი საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ:

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ძალოვნების მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო ბევრ შეკითხვას ბადებს, ვიდრე პასუხები არსებობს, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, სიღრმისეული პრობლემა, რომელიც როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ეს არის უსაფრთხოების პრობლემა, ჩვენი ხელისუფლება ამას პასუხობს რაღაც პიარაქციებით, დაშინების აქციებით, რომელიც არ აგვარებს პრობლემას, არამედ აქვს პოტენციალი, რომ ეს პრობლემა უფრო გაამწვავოს.

პანკისი არის საკმაოდ ფაქიზი თემა, იქ ცხოვრობს ხალხი, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა თუ რა არის რუსული გენოციდი, ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩეჩნეთში გააკეთა, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა ეძახის გენოციდს, ამოხოცეს ხალხი და ასეთი მეთოდით დაამყარეს მოჩვენებითი სიმშვიდე. ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი მუდმივ რეჟიმში ცდილობს პროვოკაციების მოწყობას პანკისში, 2000-იანების დასაწყისში, რუსეთი საქართველოსგან მუდმივად ითხოვდა იქ ანტიტერორისტული ცენტრის გახსნას, რაც იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. სააკაშვილის მთავრობამ პანკისის პრობლემა მოაგვარა, ნდობის აღდგენით და ჩამოყალიბებით, ისინი საკმაოდ დიდი ეჭვით უყურებენ ნებისმიერ სახელმწიფო მოქმედებებს ამ რეგიონში. ამ ხალხთან დიალოგი შესაძლებელია, ნდობის საშუალებით შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა და აჩვენა მსოფლიოს, რომ შესაძლებელია ძალოვნების პიარაქციების გარეშე, დაშინების გარეშე, მათთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

რაც მოხდა თბილისში, საზოგადოების შეკითხვა არის ძალიან მარტივი. როგორ შემოვიდა ეს ხალხი საქართველოში? გასაგებია, რომ ისინი არალეგალურად შემოვიდნენ, ჩატაევი საკუთარი პასპორტით ვერ შემოვიდოდა, რადგან იძებნებოდა სამი ქვეყნის მიერ, ის, რომ მას ვიღაც ეხმარებოდა, ესეც გასაგებია. ის, რომ ამ ადამიანს ვიღაც მფარველობდა, როდესაც აქ ცხოვრობდა, ესეც გასაგებია, ამ შეკითხვებზე ელოდება პასუხს. ამდენი იარაღი როგორ შემოიტანეს ქალაქის ცენტრში? როგორ გადალახეს საზღვარი? ამ პასუხებს ითხოვს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, არის უსაფრთხოდ. არავინ სხვა ისე არ გამოიყენებს ამ დერეფანს, როგორც გამოიყენა ჩატაევმა. საზოგადოება არ ითხოვს პიარაქციებს, რომელიც წამიერ ეფექტს გაძლევს, მაგრამ ქმნის უფრო დიდ პრობლემას. თუ ამას არ მოჰყვა ნდობაზე აგებული მუშაობა ამ რეგიონში, მაქვს სუბიექტური მოსაზრება, რომ სიტუაცია ვერ გამოსწორდება და შეიქმნება ახალი პრობლემები“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42