არასაპარლამენტო პარტიების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 21 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგები გასაჩივრდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. სარჩელზე ხელმომწერი იქნება უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა ევროპის უახლეს ისტორიაში. სტასბურგში სარჩელი წარდგენილი იქნება 2018 წლის იანვრის მეორე ნახევარში და იქვე გაიმართება მისი პრეზენტაცია ევროპის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფებისათვის.
არასაპარლამენტო პარტიებმა ასევე განიხილეს კონსტიტუციის ე.წ. „რეფორმის“ პროექტი. პარტიები თანხმდებიან, რომ მიმდინარეობს წინა ე.წ. „რეფორმის“ შემდეგ დამახინჯებული კონსტიტუციის კიდევ უფრო დამახინჯება. აღნიშნულ საკითხზე პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს ერთობლივი მიმართვა ვენეციის კომისიისთვის.
არასაპარლამენტო პარტიებმა, ასევე განიხილეს ვანი-ხონის საარჩევნო ოქლში გაზაფხულზე დაგეგმილი პარლამენტის შუალედური არჩევნები. ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე უნდა წარდგეს ერთიანი კანდიდატით. კანდიდატის შერჩევისთვის უნდა გაიმართოს წინასწარი კონსულტაციები. არასაპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს ყველა რეალურ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების დასახელებისგან, მანამ სანამ არ იქნება მიღებული ერთობლივი ოპოზიციური გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები






