პრეზიდენტებმა, დელეგაციებთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს.
აღინიშნა წინსვლა ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წლის მონაცემებით ტვირთბრუნვა გაზრდილია 24%-ით, ვიზიტორთა რაოდენობა კი 18.5%-ით, თუმცა ნამდვილად არარის შესაძლებლობების მაქსიმუმი და დელეგაციები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
დელეგაციებს შორის შეხვედრისას საუბარი შეეხო: მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ენერგეტიკისა და ბიზნესის სფეროებში და ასევე კულტურისა და განათლების მიმართულებითურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხს.
როგორც აღინიშნა, საქართველო მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, სომხეთსა დაევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე შეთანხმება გაფორმდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისმოადგილე ალექსანდრე ბარბაქაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






